"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ ცდილობენ, პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე შეიჭრან - ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ ცდილობენ, რომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან, მდუმარე აქციაზე შეიჭრან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციას. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს. ამასთან, გაიზარდა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების რაოდენობაც. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთი ესროლონ.