ვახტანგ მეგრელიშვილი: დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ მთავრობის გუშინდელი მოქმედებები არის მიუღებელი

ვახტანგ მეგრელიშვილი: დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ მთავრობის გუშინდელი მოქმედებები არის მიუღებელი

დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ მთავრობის გუშინდელი მოქმედებები არის მიუღებელი, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი.

„როგორ შეიძლება, გუშინდელი დღის შემდეგ რამეში დარწმუნებული იყო? შეუძლებელია, გუშინდელი მოვლენების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ეს ყველაფერი. ჩვენი ოფისი იმავე შენობაშია განთავსებული, ადამიანებმა კვერცხები გვესროლეს. გუშინდელი კადრების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა იყოს აღძრული? დღევანდელ აქციაზე მთავრობის გუშინდელ მოქმედებას ვაპროტესტებთ. დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ მთავრობის გუშინდელი მოქმედებები არის მიუღებელი“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს.