პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან აშკარა იყო, რომ აღნიშნული ღონისძიება იყო მიუღებელი და რეალურად იკვეთებოდა გარკვეული რისკები და საფრთხეები.
„შინაგან საქმეთა ხელმძღვანელობას ჰქონდა არაერთი წინასწარი კომუნიკაცია ღონისძიების ორგანიზატორებთან. ის მოწოდებები, რომელიც გაისმა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებისა და ლიდერების მხრიდან, ორიენტირებული იყო იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან აშკარა იყო, რომ აღნიშნული ღონისძიება იყო მიუღებელი და რეალურად იკვეთებოდა გარკვეული რისკები და საფრთხეები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.