ალექსანდრე რაქვიაშვილი: ყველა ადამიანი, ვინც ძალადობაში იყო შემჩნეული, უნდა დაისაჯოს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ყველა ადამიანი, ვინც ძალადობაში იყო შემჩნეული, უნდა დაისაჯოს

გუშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთავრობამ. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით უკან ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა და პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ დავანახეთ, რომ პრობლემა გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ცხადი იყო, რომ ჟურნალისტებზე შეტევა იყო მიზანმიმართული, შეიძლება დაგეგმილიც კი, რადგან ეს არ იყო გაბრაზებული ადამიანების შემთხვევითი აქცია. ერთადერთი რამაც შეიძლება დააკომპენსიროს ის შეცდომა, რაც მთავრობამ დაუშვა, არის ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ძალადობაში იყო შემჩნეული, უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს