შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ „ღირსების მარშს“.
კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიცია რთულ დავალებას თავს გაართმევს.
„საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს. მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდება“, - აცხადებს ელჩი.
მისი თქმით, ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.
„ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციას, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
არც ისინი ამაყობდნენ საკუთარ გაუკუღმართებული ორიენტაციით, არ ახდენდნენ საჯაროდ ამის აფიშირებას და კოტრიალებდნენ ბედნიერად თავ-თავისი სქესის პარტნიორებთან თავ-თავიანთ ლოგინებში...
თქვენ აქციეთ ესენი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის პრობლემად!
თქვენ ვერ მოგვიგვარეთ ვერცერთი პრობლემა, რომელიც გვქონდა, მაგრამ დაგვაჯილდოეთ კიდევ ერთი პრობლემით, რომელიც არ გვქონდა!
გ მ ა დ ლ ო ბ თ !