მიხეილ სარჯველაძე მოსამართლეობის კანდიდიატების მოსმენაზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი პროცესის შეჩერება

მიხეილ სარჯველაძე მოსამართლეობის კანდიდიატების მოსმენაზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი პროცესის შეჩერება

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რეფორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო მიშელის დოკუმენტით, რომელიც რელევანტური შეიძლება ყოფილიყო, ის რეფორმა უკვე დასრულებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას კანონის სრულყოფის მიმართულებით.

„სხვა რა რეფორმაც არ უნდა განხორციელდეს, ამ პროცესთან მიმართებაში ეს გავლენის მომხდენი ვერ იქნება და რატომ არის მაინც და მაინც აუცილებელი შეჩერება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, სრულიად სხვა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ასეთი მოთხოვნის დაყენებისა. მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სურვილის არსებობა, რომ გავლენა იქონიონ ცალკეული მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, რაც გართულდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ექნებათ უფლება, ასეთი გადაწყვეტილების მიღების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.