ფილიპინებზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 80-ზე მეტი ადამიანი იყო

ფილიპინებზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 80-ზე მეტი ადამიანი იყო

ფილიპინებზე, სულუს პროვინციაში, ხოლოში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი C130 Hercules-ი, რომელშიც, სულ მცირე, 85 ადამიანი იყო, - ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ა 16 ადგილას ხედარი იპოვეს, მაშველებმა 40-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

თვითმფრინავით მგზავრობდნენ ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით, ისლამისტ მებრძოლებს, მათ შორის - აბუ საიაფის ჯგუფს უპირისპირდებიან.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა.