არჩილ თალაკვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ამ დღემ ამერიკელ ხალხს კეთილდღეობა, სიხარული და ბედნიერება მოუტანოს. ძალიან ვამაყობთ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობით - ვდგავართ ერთად თავისუფლებისთვის, პროგრესისა და უსაფრთხოებისთვის“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 245-ედ აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა, ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.