გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ სასამართლო გახდა სასამართლო. ერთი „ქეისი“ მაინც მოიტანონ სადაც ისეთი განაჩენია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ სასამართლო გახდა სასამართლო. ერთი „ქეისი“ მაინც მოიტანონ სადაც ისეთი განაჩენია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს

ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ სასამართლო გახდა სასამართლო... ერთი „ქეისი“ მაინც მოიტანონ სადაც ისეთი განაჩენია გამოტანილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდება, რომ „შალვას ფანჩატურში“ შეკრებილი ეკლექტური საზოგადოებაა, რომლის ერთი ნაწილი რუსეთის დროშას იქნევს, მეორე ხელს წევს იმასთან ერთად ვინც მოსკოვიდან „ეფესბეს“ ტელევიზიიდან გველაპარაკება. აქეთ შუაში ეს ნათელაშვილი, აქეთ გიგი უგულავა პროდასავლელი... ესენი ერთად რომ ხელს სწევენ საზოგადოება კარგად ხვდება რისთვის შეიკრიბა ეს ეკლექტური ჯგუფი. გრუ-ს სპეცრაზმი შემოვაო, ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი ლაპარაკობდნენ...მე ხომ არ ჩამიწერია, სააკაშვილმა ჩაწერა და გამოაქვეყნა. რისთვის შეიკრიბნენ? დესტაბილიზაციისთვის. ჩვენ რა უნდა გვექნა? მოდით, თქვენია ხელისუფლება და ამ ქვეყნას რა...“- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში ორი მთავარი მიმართულებაა, ერთი სასამართლოს თემაა, ვინაიდან აქ საერთაშორისო მხარდაჭერაა, როდესაც ეშინიათ, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს და ბოლო ფორფოსტი სამხრეთ კავკასიაში არ დაიკარგოს. „მეორე მთავრი თემაა ის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს პიროვნული და პროპაგანდა გადმოერთოს, რომ ხალხს უჭირს და ამათ რა ენაღვლებათ, - ესაა ორი მთავარი თემა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა კანდიდატების დოკუმენტაცია უკვე შეისწავლა. ოპოზიცია პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ამ დრომდე ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა გასაუბრების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროცესში ჩართულობისკენ დიპლომატებმაც მოუწოდეს.