პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „როიტერი“ წერს, საუბარია 2018-დან 2020 წლამდე აღრიცხულ საქმეებზე, რომელთა ფიგურანტების ეკლესიის მსახურებს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
სულ საუბარია 368 შემთხვევაზე. მსხვერპლთა 50%-ის ასაკი დანაშაულის ჩადენის მომენტში 15 წელს არ აღემატებოდა. ზოგიერთ საქმეში ნათქვამია, რომ სექსუალური ძალადობა 10 წელიწადს გრძელდებოდა.
კათოლიკურმა ეკლესიამ 368 შემთხვევიდან მხოლოდ 39 მიიჩნია სარწმუნოდ და საფუძვლიანად. საჩივრების 50%-ზე გამოძიება გრძელდება, 10% კი, არ დააკმაყოფილეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვატიკანმა ორი პოლონელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალავაში დაადანაშაულეს.
იმაზე, რომ "მიმდინარეობს გლობალური შეტევა ეკლესიაზე", როგორც ჩვენთან უყვართ თქმა, თუ იმაზე, რომ უამრავი დეგრადირებული ადამიანი აფარებს თავს ეკლესიას და ანადგურებს იმ სულიერ ფასეულობებს, რისთვისაც ეკლესიაში დადის ხალხი?!