"მიტაცებულ და გაყალბებულ" პარლამენტში ივანიშვილის "გასამწარებლად" შედიოდნენ და არა პრივილეგიებისათვის. ახლა კი ჩამოწერეს თანამდებობების მიღების სია. ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის როგორი სამარცხვინო შავი ლაქაა ამგვარი არაადეკვატური და უპრინციპო ოპოზიცია.’’ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ წევრების მიერ, პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ კომიტეტების მოადგილეების თანამდებობებზე წარსადგენ სიას აქვეყნებს.