„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი მაშინ ჩართო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.
ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა.
„ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- განაცხადა კუჭავამ.