ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ძალიან გაზრდილია ყურადღება საქართველოს მიმართ მისი ძირითადი პარტნიორებისგან - აშშ-ისგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან.
„ეს გამოიხატება არაერთ განცხადებაში, რომელთა უპრეცედენტო რაოდენობაც საზოგადოებამ ბოლო დღეებში იხილა. პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ცალსახად და მტკიცედ გაცხადებული აქვს ძალიან დიდი ინტერესი ნატოსა და ევროკავშირის გაწევრიანების მიმართ“, - განაცხადა მიქანაძემ.
აშშ-ევროკავშირის სამიტზე მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.