ჯეიმს აპატურაი: დახურულ კარს მიღმა ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა, ნატოს წევრები ფიქრობენ, ზრუნავენ და თქვენი ქვეყნის გვერდით დგანან

ჯეიმს აპატურაი: დახურულ კარს მიღმა ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა, ნატოს წევრები ფიქრობენ, ზრუნავენ და თქვენი ქვეყნის გვერდით დგანან

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი სამიტი იყო საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის და ღირებული პარტნიორისთვის, - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ნატოს სამიტი შეაჯამა.

„გამოვყოფდი სამ მომენტს: პირველი, სამიტზე იყო მკაფიო და ღია ტექსტი, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთგულები არიან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და საქართველო გახდება ნატოს წევრი. ადრეც მითქვამს, რომ ადვილია არ თქვან ეს, მაგრამ ლიდერები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ და წერენ დეკლარაციაში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

მეორე, დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ღია კარის პოლიტიკას. ორგანიზაცია შემდგომშიც გაფართოვდება და ახალი წევრებით გაძლიერდება. მესამე, ამის შესახებ იცით, რადგან არ იყავით შეხვედრაზე. უაღრესად სასიამოვნო, საჭირო მისასალმებელი იყო, რომ სამიტზე დახურულ კარს მიღმა ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა და ისაუბრა საქართველოზე.

ეს ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, თანამშრომლობის გაღრმავებას, დახმარება ქვეყანა დაუახლოვდეს ნატოს წევრობას. ეს არ იყო სამიტის დღის წესრიგის სპეციფიკურ თემა, მაგრამ ლიდერები საუბრობდნენ საქართველოზე. მე არ შემიძლია კონკრეტულად დასახელება, რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა. მე მოხარული ვიყავი ლიდერების საქართველოზე საუბრით. ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ფიქრობენ, ზრუნავენ და საქართველოს გვერდით დგანან.

უკრაინა ქმნის მედიის ახალ ამბებს, პრესაში სათაურები უკრაინაზე ჭარბობს, რადგან მიმდინარე კონფლიქტია, მაგრამ რამდენჯერაც სამიტზე იყო საუბარი უკრაინაზე, იმდენჯერვე იყო საქართველო ნახსენები. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჩვენს დღის წესრიგშია. სამიტის გარდა, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ელჩები შეხვდებიან დღეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის განსახილველად და ამ განხილვის ნაწილია, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოსთვის. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და სამწუხაროდ, ჯერ არ შემიძლია ამაზე საუბარი. გეტყვით, რომ ძალიან არსებითია და გაამყარებს მეტ ნატოს საქართველოში. ჩვენ ქართველ მეგობრებს ვესაუბრებით, მათთან ერთად განვიხილავთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართველები იხილავენ მეტ ნატოს საქართველოში“, - აღნიშნა აპატურაიმ.