მაკა ბოჭორიშვილი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე: მოლოდინია, რომ აშშ-ის პოლიტიკა იქნება მტკიცე რუსეთთან მიმართებით

მაკა ბოჭორიშვილი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე: მოლოდინია, რომ აშშ-ის პოლიტიკა იქნება მტკიცე რუსეთთან მიმართებით

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„მოლოდინია ის, რომ აშშ-ის პოლიტიკა იქნება მტკიცე რუსეთთან მიმართებით, რაც ბუნებრივია, შემდგომში ხელს შეუწყობს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებას რეგიონში. რაც პირდაპირ უშლის ხელს ჩვენს განვითარებას, მშვიდობიან ცხოვრებას რეგიონში და სტაბილურობას, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჟენევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.