ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: „ლელო საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს

ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: „ლელო საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს

ჩვენი მოსაზრებით, მერის კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული, არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილებით შერჩეული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, „ლელო საქართველოსთვის“ აპირებს დამოუკიდებლად იბრძოლოს პროპორციული სიით მაქსიმალური ხმების მისაღებად, ასევე საკრებულოში მაქსიმალური წარმომადგენლობის მისაღწევად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.