ვახტანგ მეგრელიშვილი: ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ უნდა იპოვოს ისეთი კანდიდატი, ვისაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ უნდა იპოვოს ისეთი კანდიდატი, ვისაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს

„ფიზიკურად, ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა იპოვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთი კანდიდატი, ვისაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს. ფიზიკურად არ მესმის“, - ამბობს პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შესაძლო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად.

თუ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი უნდა გაჯანსაღდეს და, როგორც მინიმუმ, ფორმა შეიცვალოს. ამ ორპოლუსიანობიდან მრავალპარტიულ სისტემაზე გადავედით პროპორციული არჩევნებით, მაშინ, ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კანდიდატი ოპოზიციისთვის შეცდომა იქნება“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.

Katana . თქვენი მხარდაჭერის იმედი თუ არ ექნა, თუნდაც ილუზორული, რომელი პოლიტიკური ძალა წამოაყენებს კანდიდატურას, გიჟები ხომ არ არიან!
3 წლის უკან