გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს

გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს

არცერთ მათ (ოპოზიციის) კანდიდატს, ეს იქნება გაერთიანებული თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, არანაირი შანსიც კი არ აქვს, ისინი პირველივე ტურში დამარცხდებიან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვეს, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის საქმიანობა და რეფორმები და ის საზოგადოებაზე ორიენტირებული რომელიც კაცი კალაძის ხელმძღვანელობით ქალაქის მერიამ და საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

​გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე იქნება მას სრული მხარდაჭერა ექნება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.