მიდგომა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი ოპოზიციისთვის დამარცხების ფორმულაა, ჩვენც - მმართველმა პარტიამაც და საზოგადოებამაც, დიდი ხანია, ვიცით. ოპოზიციის ეს „მიგნება“ სწორია“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კახი კალაძის კანდიდატურა უკონკურენტოა.
„ჩვენი კანდიდატი უკონკურენტო იქნება როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში. ძალიან მინდა, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კახი იყოს ჩვენი კანდიდატი. მგონია, რომ კახი კალაძე არის უალტერნატივო. ჩემი აზრით, უმრავლესობის უმრავლესობაც ასე ფიქრობს“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.