ლევან ბეჟაშვილი: მზად ვართ არჩევნებზე კანდიდატზე უარი ვთქვათ და მხარი დავუჭიროთ იმას, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება

ლევან ბეჟაშვილი: მზად ვართ არჩევნებზე კანდიდატზე უარი ვთქვათ და მხარი დავუჭიროთ იმას, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება

თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

„მოლაპარაკების წინარე პოზიციებით, სხვა ოპოზიციური პარტიების საერთო ჯამზე რამდენადმე მეტია ჩვენი პარტიის რეიტინგი. ამ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკება. მზად ვართ ჩვენს კანდიდატზეც უარი ვთქვათ, თუ იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება. ამ შემთხვევაში, გამარჯვების ფორმულიდან უნდა ამოვიდეთ და „ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია, მისი ელექტორატი საკმაო საფუძველი და ბაზისია იმისთვის, რომ მასთან ერთად ნებისმიერმა კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.