თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ვერ თანხმდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა დამარცხების ფორმულა იქნება.
„თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ის „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდება. აქედან გამომდინარე, პრაგმატული მოსაზრებებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს სხვა კანდიდატი, რომელიც აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვისაც მეტი ხმის კონსოლიდირება შეეძლება - როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე - ე.წ. „შუაშისტური“ ხმების“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.