აქ არის 2 პარაგრაფი, რომელიც რომელიც საქართველოზე საუბრობს: პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის დეოკუპაციის საკითხი, რომ რუსეთმა უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გარანტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატოს კომუნიკეზე საუბრისას განაცხადა.
„ასევე უნდა მან ხელი უნდა შეუწყოს ლტოლვილების დაბრუნებას. კიდევ ერთხელ არის ხაზგასხმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში და საქართველო არის ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს რეფორმებს“, - განაცხადა სამხარაძემ.
ბრიუსელში ნატოს სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.