შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

„საარჩევნო რეფორმის“ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა.

„დღემდე, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით, არ პასუხობს ჩვენს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც მათი მტკიცებით მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა.

სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

Ninja და კიდევ რომ კნავიან.
3 წლის უკან