საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.
„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას“, -აღნიშნავს პაატა იმნაძე.
27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.