ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი რამ, რაც ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ

ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი რამ, რაც ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ

ალეკო ელისაშვილმა საქართველოსთვის ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება რუსეთისთვის სიგნალი იქნება, რომ საქართველო მარტო არ არის.

„ნებისმიერი რამ, რაც ასეთ მაღალ შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და რომ გვყავს კეთილგანწყობილი, ძალიან ძლიერი და გავლენიანი ქვეყნები და ამ ქვეყნების მთელი გაერთიანება, როგორიც ნატოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.