ალეკო ელისაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ყოჩაღ ირაკლი ღარიბაშვილს - ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა

ალეკო ელისაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ყოჩაღ ირაკლი ღარიბაშვილს - ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ორი მეზობლის - აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებაში საქართველოს მედიაცია საამაყოა და პროცესში ჩართული ყველა მხარე შექებას იმსახურებს.

„ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან, ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, ასევე, ჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.