ტრაგედიის გაგრძელება: კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რიცხვი ამ დილით გაიზარდა - ვინ არის გარდაცვლილი?

ტრაგედიის გაგრძელება: კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რიცხვი ამ დილით გაიზარდა - ვინ არის გარდაცვლილი?

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა - დაშავებული მამაკაცი 49 წლის მამაკაცი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადიოდა მკურნალობას. 

ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ 2 დაშავებული პაციენტი, ახალგაზრდა ქალი არასრულწლოვან შვილთნ ერთად. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში გუშინ მოხდა, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. უკვე დაღუპულია 3 ადამიანი.