ჰელგა მარია შმიდი: ახლახან ჩამოვედი თბილისში, მოუთმენლად ველი კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის უშუალოდ ნახვას

ჰელგა მარია შმიდი: ახლახან ჩამოვედი თბილისში, მოუთმენლად ველი კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის უშუალოდ ნახვას

ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის უშუალოდ ნახვას, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ეუთო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აქტიურ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჰელგა მარია შმიდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.

საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის გახსნის ღონისძიებაში.