ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ნატოსა და შავი ზღვის ქვეყნების საკითხში, ლულიანა-საბინა ჯოჯა ნატოს სამიტის წინ საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში მოლოდინებზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მათ „მაპის“ მიღებამდე ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი პროგრესი აჩვენონ.
„საქართველოს გაცილებით დიდი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ საბრძოლო ქმედებებშია. მოწვევაზე კონსენსუსამდე მთავარია ვიმუშაოთ იმაზე, როგორ მიიღოს საქართველოს უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამაზე საბოლოო სიტყვა სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას. განვიხილოთ, მაგალითად, საქართველოში განგრძობადი როტაციის სამხედრო აშშ-ის სამხედრო პერსონალის ყოფნა, რომელთა მიზანიც ჯარისკაცების ადგილზე გაწვრთნა იქნება. მომავალი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის მადრიდის სამიტისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლისთვის შევძლოთ არსებით პროგრესს მივაღწიოთ „მაპის“ საკითხებზე.