ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ლომჯარიას აპარატმა იმდენი ქნა, გამოიყვანა ახალი ჯიშის პავკა კორჩაგინი, ლუკა ხაჩიძე, რომელმაც ზუსტად იმ სტრიქონების მიხედვით იმოქმედა, თავის დროზე პავკას რომ მიაკუთვნებდნენ:
" მოვკლავ დედას,
მოვკლავ მამას,
თუ პარტია
მომთხოვს ამას!"
როგორც მიხვდით, ამ შემთხვევაში " პარტია" ლომჯარიას აპარატია!
ყველა ლიბერალური ტელევიზია ატრიალებდა გუშინ ამ "ახალი კორჩაგინის" ამაზრზენ მონაყოლს!
და გასაოცარი ისაა, რომ ამას იჯერებს და ხელებს ასავსავებს მავანი მაყურებელი, რომელიც გაკვირვებული კითხულობს: " უი, უი, ეს რა ამბები მომხდარა თურმე პანსიონში, თურმე აღსაზრდელი კუთხეში დაუყენებიათ და ყური აუწევიათ!"
თქვე კაი ხალხო, დავით გურამიშვილის " სწავლა მოსწავლეთა" მაინც არ გისწავლიათ სკოლაში?
ან სულხან-საბას " სწავლანი" და " ლეონის აღზრდის მეთოდები?"
აი, ლომჯარიასა და ძმათა და დათა მისთა არ უსწავლიათ !
და რომც ესწავლათ, მაინც არ გაახსენდებოდათ იმიტომ, რომ ის 30 ვერცხლი ურჩევნიათ ამ ქვეყანასაც, ხალხსაც და მომავალ თაობასაც, მაგრამ თქვენ?
თქვენ რა ხეირს ელით, ამ მტკნარ სიცრუესა და ცილისწამებებს რომ იჯერებთ?
აბა, თქვენ რა გირჩევნიათ : ბავშვი ან მოზარდი ქუჩაში იდგეს და მარიხუანას ეწეოდეს?
ლომჯარიასა და ძმათა და დათა მისთა ეგ ურჩევნიათ!
თქვენ რა გირჩევნიათ : მიბნელებულ სადარბაზოში ნარკოტოკს იკეთებდეს?
ლომჯარიასა და ძმათა და დათა მისთა ეგ ურჩევნიათ!
აბა, თქვენ რა გირჩევნიათ: 15- 16 წლის გოგონა სადგურზე იდგეს და მეძაობდეს? ან თურქისა და არაბის საროსკიპოში " მუშაობდეს" ?
ლომჯარიასა და ძმათა და დათა მისთა ეგ ურჩევნიათ!
და ვინ მოთვლის კიდევ , რა აღარ ურჩევნია ამ ბოროტების ბუდეს საქართველოში!
მაგრამ თქვენ, თქვენც ეს გირჩევნიათ?
ეკლესიის წიაღში აღზრდას განა სხვა რა უნდა სჯობდეს, ამაზე დაფიქრებულხართ?
თურმე როგორ ზრუნავს ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე გაერო, ორგანიზაცია, რომელმაც სწორედ ამ ქ-ნის მიმართვის საფუძველზე ბავშვების სასწრაფოდ გაყვანა შემოთვალა!
მაგ გაერომ , თუკი ასეთი ჰუმანური და მზრუნველია, იმ ათასობით ბავშვს მიხედოს, შიმშილისგან რომ იღუპება საქართველოში!
იმ ავადმყოფ მოზარდებს უმკურნალოს, საავადმყოფოები რომ გადავსებულა !
მაგრამ არა, ეს მათ გეგმებში არ შედის: აქ ახალი თაობა რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს რწმენასა და ეკლესიას, თორემ ძველი თაობა ისედაც ძველია, ის დღეს ან ხვალ ისედაც მალე " ჩამოშორდება" ყველაფერს!
დიახ , სწორება ახალგაზრდებზეა- ის უნდა გაირყვნას და გადაგვარდეს!
და ვინც ეს აქამდე ვერ გაიგო ( აქ მოვიშვიშე ხალხს ვგულისხმობ!) , ის ან ბეცია, ან იმდენად გულგრილი, რომ ფეხზე ჰკიდია ამ ქვეყნის აწმყოც და მომავალიც!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს საშინელი ანტიეროვნული და ანტისარწმუნოებრივი მოქმედებები, რომლებიც ომბუდსმენის აპარატმა ჩაიდინა ამ ბოლო დღეებში და მერე გაეროში " გაიქცა" საკუთარივე ქვეყნის ეკლესიის მაღალი იერარქისა და თავდადებული მეუფის დასასჯელად, მხოლოდ მეუფე სპირიდონისკენ არის მიმართული და აქ დაესმება წერტილი, ძალიან შემცდარა - ზოგიერთისთვის გაცვეთილია ეს სიტყვები, მაგრამ ბევრისთვის არა - ეს ყველაფერი მიმართულია ერისა და ბერის დისკრედიტაციისა და მომავალი თაობის გადაგვარებისაკენ!
აი, თქვენ, ვინც ამ ჭაობის ტყვეობაში ხართ და იჯერებთ ამ ენითაუწერელ ცილისწამებებს და ეჭვი შეგაქვთ პატრიარქის კურთხევით დაარსებული პანსიონატის მესვეური მეუფის პატიოსნებაში, ხართ ერთი იმათგანი, ვინც თავის დროზე კაიაფას, ფარისევლებსა და სადუკევლებს დაუჯერა , ქრისტეს ბარაბა ამჯობინა და " ჯვარს აცუ ეგეო!"- განაჩენი გამოუტანა მაცხოვარს!
გაჩუმდით მაინც , თუ პროტესტი არ შეგიძლიათ, თორემ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი!