გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გამოეხმაურა

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გამოეხმაურა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიას Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“ - წერს გახარია.

თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა.