გიორგი ხოჯევანიშვილი: ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება, საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს

გიორგი ხოჯევანიშვილი: ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება, საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს

ჩვენ ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება, რადგანაც ეს სერიოზული ბრალდებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არანაირ არგუმენტებს არ ემყარება. მხოლოდ ჭორაობასა და არასერიოზულ საუბრებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება, რადგანაც ეს სერიოზული ბრალდებაა. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.