ირმა ხახუტაიშვილი: კობახიძის სტატუსზეც იგივე ხდებოდა, დღეს კი – მდინარაძის სტატუსზე

ირმა ხახუტაიშვილი: კობახიძის სტატუსზეც იგივე ხდებოდა, დღეს კი – მდინარაძის სტატუსზე

ფეისბუქმომხმარებელი, ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, კობახიძისა და მდინარაძის ფეისბუქსტატუსებზე  გახარიას მხარდამჭერები ემოციებს გამოხატავენ.

“კობახიძის სტატუსზეც იგივე ხდებოდა. დღეს კი – მდინარაძის სტატუსზე, ერთად შევარდნენ გახარიას მხარდამჭერები, ბოკერიას მომხრეები და “სირცხვილიას” აქტივი.
ნუ, გახარიასთვის შეიძლება, მიუღებელია ეს სტატუსი, მაგრამ “ნაცებისა” და “სირცხვილიასთვის” მიუღებელია ის, რაც მიუღებელია გახარიასთვის-თქო?
დავიჯერო, საერთო ჩატი?”, – წერს ხახუტაიშვილი.