თამთა მეგრელიშვილი: გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით, უსიამოვნო განწყობებს ჰქმნის

თამთა მეგრელიშვილი: გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით, უსიამოვნო განწყობებს ჰქმნის

იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობაძიხის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის ბუნდოვან მიზეზებზე საუბრობს.

,,რუსთავი 2-ზე” ირაკლი კობახიძის გუშინდელი ექსკლუზივები დამაფიქრებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა და გეგმა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი, გახარიას გადადგომით დასრულდა. გადადგომის შემდეგ მისი საჯარო აღიარება - ,,არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“ - მრავლობით რიცხვში ნათქვამ დაპირებად დარჩა, რადგან, უკვე ჩამოყალიბებული პარტიის პრეზენტაციაზე საზოგადოებაში დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა“, - წერს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით უსიამოვნო განწყობებს ჰქმნის.

„დიდი კითხვის ნიშანია - რა მოხდა, რატომ განიცადა პოლიტიკური ფერისცვალება ყოფილმა პრემიერმა? ის უმრავლესობის შეხვედრაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ... პოლიტიკური სიფრთხილის აუცილებლობის მიუხედავად, რატომ წავიდა გუნდიდან გადამწყვეტ მომენტში?! ეს საკითხი განხილვის ფაზაშია, ალბათ, სხვა არაერთი საკითხი გახდება პოლიტიკური განსჯის საგანი. კითხვები უყვარს პოლიტიკას, კითხვებზე პასუხები კი - საზოგადოებას! პასუხები საჭირო და გადამწყვეტია!” - წერს მეგრელიშვილი.