ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მეუფე სპირიდონის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული შეტევა ლიბერასტული წარმონაქმნების მხრიდან - სახალხო დამცველის აპარატი იქნება ეს, თუ ამაზრზენი ტელევიზიები - თუ ვინმეს ჰგონია , რომ მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ არის მიმართული, რბილად რომ ვთქვა , მწარედ ცდება!
ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ ეს გამაოგნებელი ცილისმწამებლური ბრალდებები საკუთრივ უწმინდესის წინააღმდეგ არის მიმართული - ეს კონკრეტულად, ხოლო ზოგადად- ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ!
პირადად მე ეჭვიც არ მეპარება, ვინც დგას კორუმპირებული და სულგაყიდული ლომჯარიასა და ლიბერასტული ტელევიზიების უკან - გარეთ სოროსელი ლობისტები , შიგნით კი - პეტრე ცაავა და ძმანი მისნი!
იმდენი საშინელი სიტყვა მადგება პირზე მათ " შესამკობად" , არც ლექსიკურ მარაგს ვუჩივი, თუ ვიკადრებ, იმდენი "საამო " ეპითეტისა და ბრალდების მოტანა შემიძლია მათზე ( ცაავაზე, ლომჯარიასა და მათ გოშია- მონებზე), რომ ვერც მტკვარი გარეცხავს და ვერც არაგვი, მაგრამ , სჯობს, დავდუმდე, რადგან ზუსტად ვიცი, რაც ელით ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს აქვე, ამ წუთისოფელში და თან ძალიან მალე!
თუმცა წყევლისაგან თავს მაინც ვერ ვიკავებ , ჰო, აი, ასე გლეხურ- ხალხურად : წყეულიმც იყვნენ !!!
წაბრძანდნენ ახლა და მიჩივლონ , სადაც უნდათ" !!!