"რესპუბლიკურ პარტიას" ლიდერები ტოვებენ. თამარ კორძაიას შემდეგ პარტია ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. მიზეზი პარლამენტში შექმნილი ახალი ფრაქცია გახდა, რომელიც მათმა თანაგუნდელმა, ხათუნა სამნიძემ გიორგი ვაშაძესთან ერთად შექმნა და დამოუკიდებელი სტატუსით მუშაობაზე უარი თქვა.
"დიახ, დავტოვე. პარტიის თავმჯდომარესაც უკვე მივმართე, რადგან არ ვეთანხმები პარტიის კურსს. იგივე მიზეზით, რაც ქალბატონ თამარ კორძაიას აქვს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი