ალუდა ღუდუშაური: ღია და გამჭვირვალე პროცესი არჩევნების შემსწავლელ კომისიაში, აუცილებლად წერტილს დაუსვამს ყველა კითხვასა და მანიპულაციას

ალუდა ღუდუშაური: ღია და გამჭვირვალე პროცესი არჩევნების შემსწავლელ კომისიაში, აუცილებლად წერტილს დაუსვამს ყველა კითხვასა და მანიპულაციას

ვფიქრობთ, დღეს დასრულდება უბნების გადათვლის პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, თუ ვინ უნდა იქნას დაბარებული გამოკითხვაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„დარღვევა, რომელმაც შესაძლოა საბოლოო შედეგებზე იქონიოს გავლენა, ასეთი ტიპის დარღვევებს ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე, აუცილებლად წერტილს დაუსვამს ყველა კითხვასა და მანიპულირებას, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ტირაჟირებდნენ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.