სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვება აუცილებლად უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საკითხი აქტუალური დღეს, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენს პანსიონში შესვლის საშუალება 2018 წლიდან არ აქვს.
მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს მაშინვე უნდა აეტეხა განგაში.
„როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ამიტომ ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია. თუმცა, რაც შეეხება რეაგირებს, შემიძლია გითხრათ, რომ ის 4 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია, ამ ოთხიდან ორი არის სწორედ ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მიერ შესწავლილი და მათ მიერ გადაგზავნილი სამინისტროსი, ხოლო ორი საქმე აღძრულია მას შემდეგ რაც ბავშვები იქიდან წამოვიდნენ. მათ ამის შემდეგ თქვენს რომ იქ არსებობდა გარკვეული პრობლემები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.