ევროკავშირმა ბელარუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანების სივრცეში ფრენა აუკრძალა

ევროკავშირმა ბელარუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანების სივრცეში ფრენა აუკრძალა

ევროკავშირმა ბელარუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანების სივრცეში ფრენა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ბელარუსის თავზე ფრენების განხორციელებისგან თავის შეკავება ურჩია.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება „ცენტრალური ევროპის დროით“ (CET) შუაღამისას შევა ძალაში.

აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები გააკონტროლებენ. როგორც „როიტერი“ წერს, ამ ტიპის სანქციები ბელარუსის მიმართ უფრო ფართო ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი იქნება.

amo ვავა ბატკა
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ევროკავშირი არის ყველაზე ამაზრზენი წარმონაქმნი! მესამე რაიხი ამათთან შედარებით პროგრესული მოვლენა იყო!
3 წლის უკან