ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა

ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ დისკუსიებში უნდა ჩაერთოს, „უნდათ ეს მათ თუ არა"

„მოქალაქეების“ დეპუტატის, ვიცე - სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ დისკუსიებში უნდა ჩაერთოს, „უნდათ ეს მათ თუ არა".

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, 19-20 ივნისთან დაკავშირებულ ამნისტიაზე შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს.

„მცდელობა არ დავაკელით მე და ალეკო ელისაშვილმა საერთო კანონპროექტამდე რომ მივსულიყავით. ვფიქრობ, კიდევ არის ამის შესაძლებლობა, რომ დავსხდეთ და საერთო დოკუმენტამდე მივიდეთ. ეს იქნება აქედან სწორი გამოსავალი. ორი კანონპროექტია დაინიცირებული და რომელი გავა და რომელი ჩავარდება, ამის გამოცნობა რთული არ არის. თუ გვინდა, ის შეთანხმება დავიცვათ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული, ეს უნდა იყოს ოპოზიციის და მმართველი პარტიის შეთანხმება ამნისტიაზე. ვიცით, მომავალ კვირას შემოდის „ნაციონალური მოძრაობა", მათი პოზიცია საინტერესო იქნება, ისინი უნდა ჩაერთონ ამ დისკუსიაში, უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ამ დისკუსიაში ჩართვა. ამნისტიის ჩანაწერი რატომ გაჩნდა ამ შეთანხმებაში ყველამ კარგად ვიცით, ეს არც ჩვენი პარტიის მოთხოვნით გაჩნდა, არც სხვა პარტიების. ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ დროს ნიკა მელია ციხეში იყო",-აღნიშნავს იოსელიანი.