იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე: „ქართული ოცნების“ ვერსია უფრო ახლოსაა შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე - ოპოზიციის

იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე: „ქართული ოცნების“ ვერსია უფრო ახლოსაა შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე - ოპოზიციის

საქართველოს პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა გრძელდება. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ვერსიაზე, იურიდიულ კომიტეტში, მეორე მოსმენით იმსჯელებენ. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ევროპელი მედიატორის ვერსიასთან „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანონპროექტი უფრო ახლოა, ვიდრე - ოპოზიციის.

„იმედი გვაქვს, რომ დღეს, მეორე მოსმენაზე, გვექნება დისკუსიები და ვეცდებით, რომ ან აქეთ დაგვარწმუნოს ვინმემ, ან - იქით დავარწმუნოთ. მგონი, ეს არის პროცესი და მე კომპრომისის იმედი მაქვს. ამნისტიის შესახებ ორი დოკუმენტი გვაქვს. შეიძლება, არცერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, მაგრამ მგონია, რომ ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" ვერსია, ვიდრე ოპოზიციის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.