„განვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის საბანკო პირობები კიდევ უფრო მოქნილი იყოს. ბუნებრივია, საუბარია პროცენტზე და იმაზე, რომ მათ უკეთესი მომსახურება ჰქონდეთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დეპუტატებისა და „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თმით, შეხვედრისას იმ შემთხვევებზეც ისაუბრეს, როდესაც პენსიონერი საბანკო ვადებულებების შესრულებას ვერ ახერხებს.
„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როცა ჩვენს პენსიონერებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ, შემდეგ, როდესაც რაღაც შემთხვევები ხდება, მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ ეს ვალდებულებები“, - აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის თავმჯდომარე „ლიბერთი ბანკის“ დირექტორს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა პენსიონერებისათვის უფრო ხელსაყრელი და მოქნილი საბანკო პირობების შექმნა იყო.