განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემას მოაგვარებს იმგვარად, რომ პენსიონერებმა სესხი სამართლიან პროცენტში აიღონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემას მოაგვარებს იმგვარად, რომ პენსიონერებმა სესხი სამართლიან პროცენტში აიღონ. სწორედ ამაზე იყო სამუშაო შეხვედრა და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პრობლემის კონკრეტულ გადაწყვეტამდე არ მივალთ“, - განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე „ლიბერთი ბანკის“ დირექტორს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა პენსიონერებისათვის უფრო ხელსაყრელი და მოქნილი საბანკო პირობების შექმნა იყო.