ალუდა ღუდუშაური: მინდა ყველა დავარწმუნო - საქართველოში თითოეული ბავშვი არის დაცული

ალუდა ღუდუშაური: მინდა ყველა დავარწმუნო - საქართველოში თითოეული ბავშვი არის დაცული

არ არსებობს არანაირი დაწესებულება და არც უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს ღიად დატოვებს, ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ხელს არ უწყობს პროცესის ზედმეტი დრამატიზება, ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი თითოეული ბავშვი არის დაცული“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.