რა დარღვევები გამოავლინა 2018 წელს ნინოწმინდის პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ

რა დარღვევები გამოავლინა 2018 წელს ნინოწმინდის პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, ტარიელ კაშიამ, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობების შესასწავლად მივიდა, მედიასთან იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც 2018 წელს გამოვლინდა.

„ჩამოვედით, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შევისწავლოთ სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. 2018 წელს ჩატარებული შემოწმებისას, დადგინდა, რომ ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, 12 თვეში ერთხელ, 12 დღით ისინი აგარაკზე არ გაჰყავდათ და მენიუში არ იყო 3-კომპონენტიანი სადილი. ეს დარღვევები იყო. ეს გადამოწმდება, შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. შესაძლებელია, რომ ლიცენზია გაუქმდეს“, - აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.