რობ პორტმანი: მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს და მისი პუნქტები იყოს აღსრულებული

რობ პორტმანი: მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს და მისი პუნქტები იყოს აღსრულებული

მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ელიტის მხრიდან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო, იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს და მისი პუნქტები იყოს აღსრულებული.

„ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირები არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის. სასამართლო რეფორმას რაც შეხება, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება, დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუსაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება - ეს არის მნიშვნელოვანია და ის ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა სენატორმა.