ჯინ შაჰინი: აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს

ჯინ შაჰინი: აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს

ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.