მინდა აღვნიშნო, ეს არის პირველი ვიზიტი აშშ-სთვის პოსტკოვიდურ გარემოში და ეს ვიზიტი სწორედ რომ საქართველოში განვახორციელეთ იმ დიდი მნიშვნელობის გამო, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს და საქართველოსთან პარტნიორობას, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და სხვა წევრებს, ასევე შევხდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი რაც ყველა შეხვედრის დროს გვესმის, ეს არის რომ საქართველო თავის საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრად.
ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის ფარგლებში გადაწყდა, რომ ერთობლივად მხარეები იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და მის შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მივესალმები ასევე საქართველოს არჩევანს რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია.