ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც არ სცემს პატივს არც სახელმწიფო ინსტიტუტებს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც არ სცემს პატივს არც სახელმწიფო ინსტიტუტებს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს არის უპატივცემულობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.

„ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც არ სცემს პატივს არც სახელმწიფო ინსტიტუტებს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამას ისინი უკვე 18 წელია აკეთებენ და დღესაც აგრძელებენ ამ ქმედებას, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ საკუთარ ბუნებასა და ხასიათს ვერ გამოისწორებენ ეს არის მათი ბუნება“, - განაცხადა კობახიძემ.

შშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

Ninja ნუ შეუშლით ხელს საფლავის თხრაში. ??
3 წლის უკან