„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
„ზოგადი ლოგიკაა, რომ მერი, განსაკუთრებით - დედაქალაქის მერი, არის პოლიტიკოსი. თუ იქნება მერობის ერთი კანდიდატი, ჩვენთვის უკეთესია, თუ იქნება რამდენიმე კანდიდატი, ესეც კარგია, რადგან, ასეც და ისეც, ეს არჩევნები პირველივე ტურში უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა ჩანიშნული.